Friday, May 16, 2014

გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია აბიტურიენტებისათვის

18 მაისს (კვირას) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მინდელის ქ.N9) აბიტურიენტებისათვის ჩატარდება საცდელი ტესტირება გეოგრაფიაში. აპრობაცია ჩატარდება 4 ნაკადად: 10:00, 12:15, 14:30 და 16:45 სთ-ზე. მონაწილეობის მსურველებს ელექტრონული ფორმით სასურველ ნაკადში რეგისტრირება შეუძლიათ 12 მაისიდან. ტესტირებაზე დაიშვებიან მხოლოდ რეგისტრირებული აბიტურიენტები. რეგისტრირებული მონაწილე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა გამოცხადდეს აპრობაციის დაწყებამდე 30 წუთით ადრე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპრობაციის მონაწილეთა რიცხვი შეზღუდულია, ლიმიტის ამოწურვისას რეგისტრაცია პროგრამულად შეწყდება.

Wednesday, May 14, 2014

2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი

გთავაზობთ 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს: 26-27 ივნისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ქართული ენა და ლიტერატურა; 30 ივნისი და 1 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ზოგადი უნარები; უცხოური ენა: 2 ივლისი ინგლისური ენა (მეორე სესია 15:00 სთ.); 3 ივლისი ინგლისური ენა (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.); 4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - რუსული ენა; 4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - გერმანული ენა; 4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - ფრანგული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ლიტერატურა; 9 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - გეოგრაფია; 10 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ისტორია; 11 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - მათემატიკა; 14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ქიმია; 14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი; 15 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ბიოლოგია; 16 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ფიზიკა; 16 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

2014 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი

2014 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - განრიგი 2014 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების (დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის) ჩატარების განრიგი: 21 მაისი: ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა; გეოგრაფია; 22 მაისი: უცხოური ენები; ფიზიკა; 23 მაისი: ისტორია; ბიოლოგია; 24 მაისი - მათემატიკა; 25 მაისი - ქიმია. 2014 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების (მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის) ჩატარების განრიგი:16 ივნისი–ქიმია 17 ივნისი–გეოგრაფია 18 ივნისი–ბიოლოგია 19 ივნისი–ფიზიკა