Friday, May 16, 2014

გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია აბიტურიენტებისათვის

18 მაისს (კვირას) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მინდელის ქ.N9) აბიტურიენტებისათვის ჩატარდება საცდელი ტესტირება გეოგრაფიაში. აპრობაცია ჩატარდება 4 ნაკადად: 10:00, 12:15, 14:30 და 16:45 სთ-ზე. მონაწილეობის მსურველებს ელექტრონული ფორმით სასურველ ნაკადში რეგისტრირება შეუძლიათ 12 მაისიდან. ტესტირებაზე დაიშვებიან მხოლოდ რეგისტრირებული აბიტურიენტები. რეგისტრირებული მონაწილე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა გამოცხადდეს აპრობაციის დაწყებამდე 30 წუთით ადრე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპრობაციის მონაწილეთა რიცხვი შეზღუდულია, ლიმიტის ამოწურვისას რეგისტრაცია პროგრამულად შეწყდება.

1 comment: